კახეთის მხარის თანამედროვე გეოეკოლოგიური მდგომარეობა და მისი გაჯანსაღების გზები

გრანტის ნომერი: GNSF/ST08/5- 438

სათაური: კახეთის მხარის თანამედროვე გეოეკოლოგიური  მდგომარეობა და მისი გაჯანსაღების გზები

დამფინანსებელი: საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი

პროექტის დაწყებისა და დამთავრების თარიღი:    01.03.2009-01.03.2012 

პროექტის ხელმძღვანელი: ემილ წერეთელი

ძირითადი პერსონალი:

ემილ წერეთელი, მერაბ გონგაძე, გიორგი დვალაშვილი, ნანა ბოლაშვილი, ალექსანდრე ჯავახიშვილი, ვახტანგ გელაძე, ნინო ჩიხრაძე, კუკური წიქარიშვილი           

ანოტაცია

პროექტის მიზანს შეადგენდა თანამედროვე მეთოდების გამოყენებით კახეთის მხარეში სტიქიური კატასტროფული მოვლენებით დაზიანებული ტერიტორიების მდგომარეობა შეფასება, მათი წარმოშობა-განვითარების ძირითადი კანონზომიერებანის დადგენა, მათი გამომწვევი ბუნებრივი და ანთროპოგენული ფაქტორების გამოვლენა, სტიქიური მოვლენების განვითარების ტენდენციების პროგნოზის გაკეთება  და მათი შერბილებისა და გაუვნებელყოფის ეფექტური ღონისძიებების დასახვა.

 წარმოდგენილი პროექტი განხორციელდა კვლევის ახალი მეთოდების გამოყენებით (დისტანციური ზონდირება, გეოსაინფორმაციო სისტემები, ზუსტი აგეგმვები ციფრული ტექნიკის გამოყენებით, აგრეთვე სტაციონარული საველე დაკვირვებები), რაც სწორი და ამომწურავი სამეცნიერო დასკვნების საფუძველია.